თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია 3.5 მილიონი ღირებულების პროექტია, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო და შესაძლოა, ახლა გაიხსნას, ხოლო ვადაგადაცილების გამო, კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.
“გოცირიძის სადგურთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპზე ბაქნებზე ფილების დაგება მიმდინარეობს, ასევე შესაბამისი ჭერის მოწყობა თავისი ფილებით.
იმედი გვაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მგზავრთა მიღებაზე გავხსნით სადგურს. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერში აუცილებლად გაიხსნება. იცით ალბათ, რომ შემსრულებელ კომპანიას პრობლემები შეექმნა და არის ვადაგადაცილება ამ პროექტის განხორციელების. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები იქნება გატარებული ამ კომპანიის მიმართ,”- ნათქვამია ასევე შარკოვის განცხადებაში.