გზის გამოყენების საფასური – სინგაპური
1975 წლიდან ქვეყანაში მძღოლებს ფიქსირებული გადასახადის გადახდა უწევთ ე.წ. „შეზღუდულ ზონაში“ შესვლისთვის დილის პიკის საათების დროს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. თეორია ეკონომიკის საბაზისო პრინციპს ეყრდნობა, რომ ფასის ზრდა მოთხოვნას ამცირებს.
თავდაპირველად ამ სქემამ საცობები შეამცირა, თუმცა ბევრი პრობლემაც ახლდა თან – გადასახადის გადახდის შემდეგ მანქანები რამდენჯერმე შედიოდნენ ზონაში, ავტომობილების მფლობელების რაოდენობა მაინც გაიზარდა და მოიმატა საცობებმა ზონის გარეთ. პრობლემების მოსაგვარებლად სინგაპურში 1998 წელს გზის ელექტრონული საფასური შემოიღეს. დღეს ეს სისტემა სრულიად ავტომატიზებულია და უდგენს მძღოლებს ტარიფებს გზის გამოყენებისთვის მდებარეობის, დღის მონაკვეთის, მანქანის ტიპისა და რეალურ დროში სიჩქარის მიხედვით. საფასურმა შეამცირა „შეზღუდულ ზონაში“ მოძრაობის სიხშირე და ზოგადად, მგზავრობის დრო. ამ მექანიზმს, სხვადასხვა სახით, არა მარტო სინგაპური, არამედ ბევრი ქალაქი იყენებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ლონდონი, სტოკჰოლმი და სხვ. განიხილება ამ მეთოდის მეტროში გამოყენებაც.
ARTEMIS – იავატა
იაპონიის ქალაქ იავატაში მოძრაობისა და საცობების გასაკონტროლებლად სახელად ARTEMIS სისტემას იყენებენ, რაც მოიაზრებს გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სენსორების განთავსებას, რომლებიც ადგენენ, თუ რამდენი მანქანა მოძრაობს და რამდენად არიან ისინი დაშორებულები ერთმანეთისგან დროის მოცემულ მონაკვეთში. მოგროვილი ინფორმაცია გასაანალიზებლად ჯერ ცენტრალურ კომპიუტერს მიეწოდება, შემდეგ კი შუქნიშნებზე ნაწილდება და სწორედ ამის მიხედვით ისაზღვრება რომელი ფერი რა ხანგრძლივობით აინთება.
საცობების პროგნოზი – ჰამბურგი
ჰამბურგში მომხმარებლებს პროგეამის გამოყენების შესაძლებლობა აქვთ, რომელიც აგროვებს და აანალიზებს ტრაფიკის მონაცემებს რეალურ დროში და ასევე, მშენებლობასა და საცობებს შორის ურთიერთკავშირს მოძრაობისა და საცობების პროგნოზირების გასაუმჯობესებლად. პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება: პირველი უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებების კოორდინაციას და აანალიზებს მოძრაობის ნაკადებს, მეორე კი მოძრაობის შეფერხების ეფექტებს იანგარიშებს.პროგრამა საგზაო სამუშაოების დაგეგმვისთვის ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის შესახებ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის საშუალებას იძლევა.
ელექტრონული პარკინგი – ბარსელონა
ბარსელონაში, რომელიც ე.წ. „ჭკვიან ქალაქებში“ ერთ-ერთი გამორჩეულია, საცობების შემცირება პარკინგის მენეჯმენტითა და მოძრაობის მაკონტროლებელი კამერებით სცადეს. საპარკინგე ადგილებზე სენსორები განთავსდა და შესაძლებელი გახდა ვიდეო ანალიტიკის ნახვა რეალურ დროში თავისუფალი ადგილების სანახავად. ინფორმაცია ქალაქის WiFi-ის საშუალებით მიეწოდება მომხმარებლებს. საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები კი თითქმის ისევე მუშაობს, როგორც ARTEMIS-ის შემთხვევაში.
პარკინგი ბუშტებით – სეული ინოვაციური და ამასთანავე მარტივი გზა მოიფიქრეს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, რომელიც გაზის მოხმარების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. მანქანის გამოყენების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად ქალაქში შემცირდა საპარკინგე ადგილები და შესაბამისად, მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში ბევრი გაზი იხარჯებოდა.
კორეული ნავთობის კომპანია S-OIL-ის კამპანია სახელად „აქ“ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. იდეა კი ძალზედ მარტივია – ყველა საპარკინგე ადგილზე ყვითელი ბუშტია მიბმული, რომელსაც აწერია „აქ“. როდესაც ადამიანი მანქანას აჩერებს, ბუშტი ძირს ეშვება, ხოლო როდესაც ტოვებს ადგილს, ბუშტი ისევ მაღლა ადის, რაც მიანიშნებს, რომ სივრცე თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ იდეა არ არის მაღალტექნოლოგიური და ეფექტიც არც ისე მკვეთრია, მის განსახორციელებლად მცირე რესურსებია საჭირო, ადვილად გამოსაყენებელია და მძღოლებს დაზოგვის საშუალებასაც აძლევ