„ყოველი მეორე სამშენებლო კომპანია მზად არის დაასაქმოს ახალი თანამშრომელი,“ – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისივე თქმით სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი უკვე არის თუ არა კრიტიკულ ნიშნულზე მისული, ამის თქმა რთულია, არასაიმედო მიმართულებით მივდივართ და ამ კუთხით პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია
„სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი უკვე არის თუ არა კრიტიკულ ნიშნულზე მისული, ამის თქმა რთულია, მაგრამ ის რომ არასაიმედო მიმართულებით მივდივართ და ამ კუთხით პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, ეს ფაქტია და ამაზე მეტყველებს ის კვლევა, რომელსაც ვატარებთ ჩვენ წევრ კომპანიებში.ცხადია, 2020-2021 წლებში სხვა პრობლემები იყო. მაშინ იყო მოთხოვნის, საკუთარი პროდუქტის, სერვისის გაყიდვის პრობლემები. დღეს ეს პრობლემა სადღაც ბოლო პოზიციაზეა. გაყიდვის კუთხით კომპანიებს პრობლემები არ აქვთ, მაგრამ წინა პლანზე წამოიწია, როგორც კვალიფიციური, ისე ზოგადად მუშახელის დეფიციტი. კომპანიები ამ პრობლემას ძალიან მწვავედ განიცდიან.ერთ ციფრს მოგიყვანთ, როდესაც ვეკითხებით კომპანიებს აპირებენ თუ არა გაზარდონ დასაქმება, საშუალოდ ყოველი მე-3 კომპანია არის მზად დღესვე დაიწყოს დასაქმებულების რაოდენობის ზრდა. ეს რიცხვი სხვადასხვა სექტორში განსხვავებულია, მაგალითად, სამშენებლო სექტორში ეს არის დაახლოებით 50%, ანუ ყოველი მეორე სამშენებლო კომპანია მზად არის დაასაქმოს ახალი თანამშრომელი. ოღონდ სამშენებლო კომპანიების თითქმის 70%-80%-ი ამბობს, რომ მათ კვალიფიციურ და ზოგადად, სამუშაო ძალასთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები აქვთ. ძალიან ჭირს დღეს კონკრეტული კვალიფიკაციებით სამუშაო ძალის მოძებნა, იმისათვის რომ კონკრეტული პროექტები დაიწყოს,“- აღნიშნა ვეფხვაძემ.