დღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების გადასახადი

0
გაზიარება

საქართველოში 6 ტიპის გადასახადი მოქმედებს. მათი ნაწილის გადამხდელები ფიზიკური პირები არიან, ნაწილის კი – იურიდიული პირები. ქვეყანაში მოქმედი გადასახადების ტიპები და ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება:

საშემოსავლო გადასახადი -20%;

ქონების გადასახადი -1%;

მოგების გადასახადი -15%;

დღგ -18%;

აქციზი – დიფერენცირებულია საქონლის ჯგუფების მიხედვით;

იმპორტის გადასახადი -5% და 12% სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში მოქმედი გადასახადის ძირითადი ტიპია, რომელსაც ყველა დასაქმებული ფიზიკური პირი იხდის. ეს გახლავთ საკუთარი შემოსავლიდან სახელმწიფოსთვის გადახდილი თანხა. ტარიფი შემოსავლის ტიპიდან გამომდინარე განისაზღვრება. სტანდარტულად იბეგრება სახელფასო შემოსავალი და ამ შემთხვევაში ტარიფი მიღებული შემოსავლის 20%-ია. გამონაკლისია საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი და ამ შემთხვევაში ტარიფი 5%-ია. პენსია და სტიპენდია სრულად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადს ბიუჯეტში დამსაქმებელი რიცხავს ხელფასის ჩარიცხვის პარალელურად. ეს დასაქმებულს გარკვეული ბიუროკრატიისგან ათავისუფლებს. თუმცა რიგ ქვეყნებში დასაქმებულს ხელფასი სრულად ერიცხება და შემდეგ ის თავად რიცხავს ბიუჯეტში ქონების გადასახადს.

ქონების გადასახადს საქართველოში იხდიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. გადასახადი არსებობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებაზე. ფიზიკური პირები იმ შემთხვევაში იხდიან გადასახადს, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს. შემოსავლად ითვლება მხოლოდ ოფიციალური სახელფასო შემოსავალი. გადასახადი წესდება სამი სახის ქონებაზე: საცხოვრებელი სახლი, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ავტომანქანა.

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გადასახადი სხვადასხვა წესით დგინდება. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1 კვ.მ.–ზე არის 24 თეთრი. თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნული გადასახადის რაოდენობის შეცვლა შეუძლია. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე კი 1 ჰექტარზე გადასახადი 16 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. გადასახადის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა.

ავტომობილზე გადასახადი არის მისი ღირებულების 0,2%. ასევე ღირებულების 0,2% არის გადასახადი საცხოვრებელ ფართებზეც, როგორც კერძო სახლის, ისე კორპუსის ბინის შემთხვევაში.

აღნიშნული ტარიფები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდეა. როდესაც შემოსავალი 100 000 ლარს აჭარბებს, 0,2%–ის ნაცვლად გადასახადი მერყეობს 0,8%–დან 1%–მდე. მიწის ნაკვეთებზე კი გადასახადი ამ შემთხვევაშიც იგივე რჩება.

მოგების გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირია. მაქსიმალური ტარიფი 15%-ია. საქართველოში 2017 წლიდან იურიდიულ პირებს აქვთ უფლება არ გადაიხადონ მოგების გადასახადი, თუ მას კვლავ ბიზნესის ინვესტირებას მოახმარენ. მარტივად რომ ვთქვათ, მოგების გადასახადი ერიცხება იურიდიულ პირს იმ ხარჯისთვის, რომელიც მის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირში არ არის. მაგალითად, თუ იურიდიული პირი საკუთარი კომპანიისთვის შეიძენს უძრავ თუ მოძრავ ქონებას, მას მოგების გადასახადი არ დაეკისრება, ხოლო თუ ის პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად შეიძენს ქონებას, გადაიხდის მომსახურების ღირებულებას ან სხვა ტიპის ხარჯს გაწევს, მოგების გადასახადის გადახდა ბიუჯეტში მოუწევს.

იბეგრება დივიდენტიც-გადასახადი დივიდენდზე შეადგენს 5%-ს. გადახდა ხდება მოგების გადასახადთან ერთად, როდესაც კომპანია ანაწილებს მოგებას ბენეფიციარებს შორის. განაწილებული მოგება იბეგრება ჯერ მოგების გადასახადით 15%, შემდეგ კი დივიდენდები იბეგრება 5%. დივიდენდების გადასახადი ექვემდებარება ყოველთვიურ დეკლარირებას.

დამატებული ღირებულების გადასახადი იგივე დღგ არაპირდაპირი გადასახადია. ეს არის ფასნამატი, რომელსაც მომხმარებელი პროდუქტისა თუ სერვისის მომწოდებელს უხდის, ხოლო მოგვიანებით მას მომწოდებელი ბიუჯეტში რიცხავს. საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს დღგ-ს გადამხდელის წოდების მინიჭების წესს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ კომპანიის წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლებია, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ხოლო თუ ბრუნვა 100 000 ლარს აღემატება, მაშინ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირება სავალდებულოა. საქმიანობის გარკვეული ტიპები დღგ-ს გათავისუფლებულია. დღგ პროდუქტისა თუ სერვისის ღირებულების 18%-ია. ბიზნესის ნაწილი ფასს განსაზღვრავს დღგ-ს ჩათვლით, ნაწილი კი ღირებულებას შემდეგი ფორმულირებით მიუთითებს: ფასი+18% დღგ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!