სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდი “პრიმო” ჯაზისა და ღვინის ფესტივალის მხარდამჭერი იყო, რომელიც წინანდლის მამულში გაიმართა.
ჯაზისა და ღვინის ფესტივალი, ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელსაც კახეთმა მეექვსედ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი იყო კახეთის, როგორც ტურისტული ზონის განვითარებისთვის, ასევე, საქართველოში წარმოებული, პატარა მეღვინეობების მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს წელს პირველად ჰყავდა სტუმარი ქვეყანა აშშ-ს სახით.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ალდაგისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამჯერად, წარმოდგენილი ვართ ალდაგის პრემიუმ ბრენდით. ეს არის პრიმო – ალდაგის პერსონალური სადაზღვევო მომსახურება, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებები კი სრულადაა მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე.“-აცხადებენ ალდაგში;
პრიმო საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე. მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.