პერუ ექსპორტის მიხედვით 2022 წლის იანვარ-სექტემბრის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორისაა.
სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში საქართველომ მიმდინარე წელს 118,025 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასულ წელს კი, მხოლოდ 11,430 მლნ აშშ დოლარის. შედეგად, ზრდამ 932.6% შეადგინა.
ქვეყანაში საქართველო მხოლოდ 4 პროდუქტს ყიდის:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 114,2 მლნ აშშ დოლარი
- ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების – 3,718 ათასი აშშ დოლარის
- მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით – 69.2 ათასი აშშ დოლარის
- პირადი ნივთები – 500 ლარის
საქართველოს პერუში ასეთი მოცულობის ექსპორტი სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში არ განუხორციელებია. ქვეყანაში, საქართველოს პროდუქტი 2012 წლიდან გააქვს, თუმცა ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 14,5 მლნ დოლარი იყო, 2020 წელს.