საბანკო ბარათი – მწვანე ანგარიში და ბარათი ProGreen
პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – მწვანე ანგარიში და საბანკო ბარათი ProGreen, რომელიც 100%-ით ორგანული მასალისგან არის დამზადებული.
პროდუქტი უნიკალურია, როგორც თავისი კონცეფციით, ასევე სატარიფო პაკეტით: ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა მწვანე ინიციატივების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან ერთად, მწვანე ანგარიში, ფიქსირებული ტარიფის ქვეშ, ყველა ძირითად საბანკო პროდუქტს აერთიანებს.
მომხმარებელი, რომელიც მწვანე ანგარიშს გახსნის, ბანკის მიერ დაგეგმილი ეკო კამპანიების თანამონაწილე გახდება და მის მიერ გადახდილი მომსახურების საკომისიო გარემოსდაცვით აქტივობებს მოხმარდება, რა მიმართულებითაც ბანკი თავის მხრივ, მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს. ამასთან ერთად, ეკომეგობრული ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი მწვანე ანგარიშზე/ანაბრებზე არსებულ ფონდებს მწვანე ინვესტიციების დასაფინანსებლად მიმართავს. განხორციელებული მწვანე ინიციატივების შესახებ ინფორმაციას ბანკი მომხმარებელს საინფორმაციო ანგარიშების სახით გაუზიარებს.სატარიფო პაკეტი, რომელსაც მწვანე ანგარიშის გახსნასთან ერთად მიიღებთ, მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებს და თავისი მახასიათებლებით კონკურენტული პროდუქტია: პაკეტი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას აერთიანებს და ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე მოიცავს ყველა ძირითად სერვისს, როგორებიცაა: