შ.პ.ს ოლ დენტი “AllDent” 2021 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს: თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიას, იმპლანტოლოგიას და იმპლანტის შემდგომ პროტეზირებას, ორთოდონტიას და ესთეტიკურ სტომატოლოგიას მაღალი დონის მომსახურეობით სთავაზობს.
„ყოველ დღე ვცდილობ,რომ კლინიკაში დავნერგო სიახლეები და ჩვენს პაციენტებს მივაწოდოთ,როგორც ხელმისაწვდომი სერვისი, ასევე მაღალი დონის მომსახურება. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ბორმანქანებით,ასევე მაღალი დონის სასტერილიზაციო აპარატურით. სულ მალე კიდევ ველოდები ახალ თანამედროვე აპარატურას,რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი კლინიკა. “ოლ დენტის” გუნდი გამოირჩევა მაღალი დონის სპეციალისტებით, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი,პაციენტების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის ჩვენს საყვარელ პაციენტებს მოემსახუროს უმაღლეს დონეზე“ – განაცხადა კლინიკა“ოლ დენტის” დირექტორმა თამარ ყაჭიაშვილმა.
შ.პ.ს ოლ დენტი “AllDent” ჯანდაცვის განვითარება და უფლებების დაცვის ლიგისა და წარმატებული ქართული ბიზნესის ორგანიზაციის წევრია.
კლინიკა“ოლ დენტის” დირექტორი თამარი ყაჭიაშვილი Geobusinessnews.ge-სთან საუბრისას აცხადებს :
„ბიზნესის ასოციაცია ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელიც გვეხმარება კიდევ უფრო ცნობადი და წარმატებული კლინიკა გავხდეთ. ეს ორგანიზაცია საჭიროა ,როგორც კლინიკებისთვის ასევე ჩვენი პაციენტებისთვის, რომ თითოეულმა პაციენტმა აღმოაჩინოს, ის ადგილი, სადაც მიიღებს მაღალი დონის მომსახურების და ლამაზ ღიმილს, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის განვითარება და უფლებების
დაცვის ლიგა, რომელსაც ძალიან დიდი როდი მიუძღვის ჩემი კლინიკის განვითარებისთვის, პირველივე დღეებიდან სწორი ნაბიჯები მათთან ერთად გავიარეთ. ჯანდაცვის ლიგა არის გუნდი სადაც ნებისმიერ დროს ჩვენთვის საჭირო კითხვებზე ტრენინგებზე მივიღებთ პასუხებს და მათთან ერთად ჩვენც კიდევ უფრო ვიზრდებით და ვვითარდებით“
კლინიკა “ოლ დენტი“ გამორჩეულია მაღალი დონის დეზინფექცია-სტერილიზაციით, უახლესი აპარატურით,ხელმისაწვდომი სერვისით და რაც მთავარია მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული პროფესიონალი და გამოცდილი გუნდით