საინტერესო სიახლეებისიახლეები

მეგარეზორტი – The Red Sea-ს 5-მილიარდიანი პროექტი საუდის არაბეთში

0
გაზიარება

საუდის არაბეთი მსოფლიოს ახალი მეგა პროეტებით აოცებს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ახალი ტექნოლოგიური ერის დასაწყისი დედამიწაზე.

The Red Sea პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციური რეგენერაციული პროექტია, რომელიც საკურორტო ბიზნესში ახალ სატანდარტებს ადგენს.

წითელი ზღვის პროექტში წარმოდგენილია მთის კანიონები, მიძინებული ვულკანები და უძველესი მემკვიდრეობის ადგილები, რომელთა მონახულებაც მოგზაურებს შეუძლიათ. გარდა ამისა, მოიაზრება სერვისების უმაღლესი ხარისხი ყველაზე ამბიციური პროექტი მსოფლიოში

The Red Sea Project არის საუდის არაბეთის სამეფოს ყველაზე ამბიციური პროექტი ტურისტული მიმართულებით. ეს არის Saudi Vision 2030 პროგრამის ნაწილი, სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს საუდის არაბეთის დამოკიდებულება ნავთობზე. ის მდებარეობს ქალაქებს უმლუჯსა და ალ-ვაჯს შორის.

საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა პროექტი 2017 წლის ივლისში წარადგინა. კურორტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთის მშპ-ს ყოველწლიურად 5,86 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

წითელი ზღვის პროექტი მოიცავს 28 000 კმ2-ზე მეტ კუნძულებს, პლაჟებს, უდაბნოებს, მთებს და მიძინებულ ვულკანებს.

პროექტის მშენებლობის პირველი ფაზა მალე დასრულდება, რაც 3000-ზე მეტი სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. დეველოპერების ვარაუდით, კურორტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.

პირველი ეტაპი

წითელი ზღვის პროექტის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. კურორტზე უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანია განთავსებული. საბოლოო ჯამში კი მოსალოდნელია, რომ შეიქმნება 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ამ მდიდრული პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს რამდენიმე ბრენდისა და სასტუმროს ბორტზე განთავსებას, როგორიცაა Fairmont Hotels & Resorts, Raffles Hotels & Resorts, Grand Hyatt და Intercontinental Hotels & Resorts. მთლიანობაში პორტფელში წარმოდგენილი 3 000 სასტუმროდან, 1 700-ზე მეტი მსოფლიოს ბრენდირებული სასტუმროებია.

მშენებლობა უკვე დაწყებულია, ამიტომ დეველოპერები 2023 წლის დასაწყისისთვის პროექტის სრულად გამოქვეყნებას გეგმავენ.

პროექტის პირველ ფაზაში ასევე უნდა დასრულდეს მდიდრული მარინა, გოლფის მოედანი და საერთაშორისო აეროპორტი. პროექტს სულ ექნება 50 კურორტი 22 კუნძულზე.

ეკოლოგიური გავლენა

Red Sea Project-ის დეველოპერები მზად არიან გახადონ ეს მდიდრული კურორტი მდგრად ტურისტულ მიმართულებად. დეველოპერებს სურთ გააერთიანონ ძვირად ღირებული მოგზაურობა რეგენერაციული ტურიზმის განვითარებასთან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პროექტი უარყოფითად არ იმოქმედებს გარემოზე.

კურორტი მოწოდებულია დაიცვას, შეინარჩუნოს და გააძლიეროს მის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო.

შემუშავებულია და დაცულია რამდენიმე პოლიტიკა, კერძოდ:

1.) არ შეიძლება იყოს ნარჩენების ნაგავსაყრელი

2.) ზღვაში ნარჩენების ჩაშვება არ მოხდება;

3.) აკრძალული იქნება პლასტმასის გამოყენებს

4.) კურორტი იმუშავებს 100% -იანი ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!