საინტერესო სიახლეებისიახლეები

10 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ფულის ხარჯვის შესახებ – უორენ ბაფეტი

0
გაზიარება

მსოფლიოს რამდენიმე ათეული მილიარდერი ინვესტორი ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში დაბანდებით მართლაც საოცარი ოდენობის თანხა გამოიმუშავეს და შესაბამისად ცხოვრობენ კიდეც.

წარმატებული ინვესტორები საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას ხშირად უზიარებენ. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაშიც კი გამოიმუშავებენ ფულს, რადგან მათ დაწერილი წიგნი, ლექცია ან ტრენინგიც კი ბიზნესია და გარკვეული შემოსავალი მოაქვს.

მილიარდერი უორენ ბაფეტი ფულის ხარჯვის ეფექტურ გზებს გთავაზობთ.

  1. არასოდეს დაკარგო ფული

ბაფეტი ყოველთვის მობილიზებულია ზარალის თავიდან აცილებაზე. მისი რჩევაა, იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინოთ უმაღლეს მოგებაზე, ჯერ იმაზე უნდა იფიქროთ, მოგების მიღებამდე თუ როგორ აიცილოთ ზარალი თავიდან.

  1. ინვესტიცია გააკეთეთ იმაში, რაც იცით

ზოგიერთი ინვესტორი ფულს სხვადასხვა სფეროში აბანდებს და ფიქრობს, რომ მრავალფეროვნება მის წარუმატებლობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, ბაფეტის აზრით, ეს ასე არ არის. ისეთ ბიზნეს სფეროში ინვესტირება, რაც ნაკლებად გაქვთ შესწავლილი, თავიდანვე დიდი რისკის შემცველია და მოგების მიღებაზე არ არის ორიენტირებული. ამიტომ, დააბანდეთ იქ, სადაც ერკვევით.

  1. ნუ გადაწყვეტთ ასე-ისე ინვესტიციას

უორენ ბაფეტს სჯეროდა, რომ არსებობს შანსი, რომ როდესაც აქციებს იყიდით დაბალ ფასად, ის მოგცემთ ღირსეულ მოგებას. მილიარდერი თვლის, რომ სჯობს იყიდო კარგი კომპანია დიდ ფასად, ვიდრე იყიდო ცუდი კომპანია შესანიშნავ ფასად. როგორც უორენ ბაფეტმა თქვა, დრო- შესანიშნავი ბიზნესის მეგობარი და უღიმღამო მტერია.

  1. ინვესტიცია ჯერ საკუთარ თავში განახორციელეთ

საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც ყველას შეუძლია განახორციელოს, არის მათი შესაძლებლობები. საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება და ბიზნესში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს.

  1. სამართლიანი თამაში

ბიზნესში წარმატების მისაღწევად, თქვენ არ გჭირდებათ ტექნოლოგიურად განვითარებული იყოთ. საინვესტიციო თამაშში არც ერთი მაღალი IQ-ის მქონე ადამიანს არ შეუძლია დაამარცხოს დაბალი IQ. ბაფეტის მტკიცებით, არ არის აუცილებელი იყო გენიოსი იმისთვის, რომ ბიზნესის სფეროში წარმატებას მიაღწიო. ინვესტირების სფეროში წესები და ფორმულა არ არსებობს ერთოს გარდა – ყველაფერი უნდა მოხდეს სამართლიანად.

  1. იცოდე განსხვავება ფასსა და ღირებულებას შორის

ინვესტორებმა უნდა განასხვავონ ფასი და ღირებულება. როგორც ბაფეტმა თქვა, ფასი არის ის, რასაც იხდით, ხოლო ღირებულება არის ის, რასაც იღებთ. ზოგიერთი ინვესტორი კონცენტრირებულია მაღალი ხარისხის კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ უზარმაზარ ვაჭრობას ყველაზე გონივრულ ფასებში.

    7.გამოიყენეთ ფული გონივრულად

ბაფეტი გვთავაზობთ იმოქმედოდ სწრაფად და გადამწყვეტად. “დაარტყით რკინას მაშინ, როცა ცხელია“ – მაგალითად, როდესაც აქციების ფასი იკლებს, დიდი ინვესტიცია გონივრულ ფასებში შესაძლოა, დიდი მოგების მომტანი იყოს.

  1. მოერიდეთ ვალს

ვალის თავიდან აცილებამ შეიძლება დაგიზოგოთ ფული. ბაფეტი ამბობს, რომ ქცევის უმეტესობა ჩვეული ხასიათისაა და ძალიან რთული იქნება ვალების გარეშე ცხოვრება, თუკი მას მიეჩვევით. ამიტომ ჯობია იცხოვროთ ისე, როგორც ფინანსები გიწყობთ ხელს.

  1. შეინახეთ ნაღდი ფულის გარკვეული რაოდენობა ხელზე

უორენ ბაფეტი ყოველთვის ინახავს გარკვეულ თანხას ხელზე. იგი ყველას ურჩევს რომ “ქეშად“ შენახული ფული გამოიყენონ, როგორც სარეზერვო საშუალება,გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის.

  1. ისწავლეთ თქვენი ფულის მართვა

ბაფეტის სტრატეგია თავისი სამუშაოს შესრულებისას არის რისკების შეზღუდვა. ფულის მართვის სწავლა ასევე საკუთარ თავში ინვესტიციაა. როგორც ერთხელ ბაფეტმა თქვა: რისკები მოდის იმის გამო, რომ არ იცი რას აკეთებ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!