საინტერესო სიახლეებისიახლეები

ფრანგული სტარტაპის ახალი პროდუქტი – ვეგანური ბეკონი და ღორის ქონი

0
გაზიარება

ფრანგულმა სტარტაპმა, 77 Foods-მა ვეგანური ბეკონი და ღორის ქონი, ე.წ. ლორდონი შექმნა, რომლებიც მომზადების დროს სტრუქტურას არ კარგავენ და როგორც გემოთი, ისე გარეგნულად ცხოველის ნამდვილ პროდუქტს ჰგვანან.

პორტალ SEEDS-ის მონაცემებით, როგორც წესი, ალტერნატიული საკვების ბაზარზე ღორისა და ბეკონის მცენარეული ხორცის პროდუქტების უმეტესობა მაშინვე ტაფაში დნება და ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთად გადაიქცევა, რის გამოც ფსევდობეკონი და ფსევდოლორდონი ბუნებრივ პროდუქტთან საკმარისად მიმსგავსებული არ არის. თუმცა ფრანგულმა სტარტაპმა ამ პრობლემიდან გამოსავალი იპოვა.

77 Foods-ის ვეგანური ლორდონისა და ბეკონის მთავარი ინგრედიენტი არის ტექსტურირებული სოიოს ცილა, რომელიც პროდუქტს შესაბამის გემოს, ბოჭკოვან ტექსტურასა და დაბალანსებულ კვებით პროფილს ანიჭებს.

კომპანია თავის პროდუქტებს ხელოვნური ხორცისა და ცხიმოვანი ქსოვილის ერთიანობის იმ ერთადერთ პროდუქტებად ასახელებს, რომლებიც მომზადების დროს არ ცალკევდებიან. „ცხიმის” შესაქმნელად მზესუმზირის, რაფსისა და სხვა მცენარეული ზეთების ემულსიას, წყალს, ფესვებს, წყალმცენარეებსა და სხვა ინგრედიენტებს იყენებენ.

„ჩვენ ხორცი, ზოგადად, მნიშვნელოვანი ინგრედიენტის, ქონის გამო მოგვწონს. ცხოველური ცხიმის წყალობით ხორცი გემრიელია და მცენარეთა შემცვლელებით მისი რეპროდუცირება ძნელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 25 წელიწადში ხორცისა და ხორცის პროდუქტების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ხალხი მოიხმარს, მცენარეულის შემცვლელი იქნება,“ – აცხადებს 77 Foods-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლა შვაიცერი.

წელს ფრანგულმა სტარტაპმა სურსათის ინოვაციების კონკურსი მოიგო და კომპანია Unilever-ისგან 1 მლრდ ევროს ინვესტიცია მიიღო.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!