იტალიის ქალაქი, პრესიჩე-აკვარიკა, რომელიც აპულიის რეგიონში მდებარეობს, 30 000 ევროს ოდენობის გრანტს გასცემს ყველაზე, ვინც სახლს შეიძენს და ქალაქში დარეგისტრირდება.
გრანტი უფასოდ გაიცემა, რომელიც შეძენილი საცხოვრებლის ღირებულების 50%-ის დასაფარად ან უძრავი ქონების განახლებაზე უნდა დაიხარჯოს. პრესიჩე-აკვარიკაში სახლის შეძენა 40 ათას ევროდან, ბინის კი 60 ათასი ევროდან არის შესაძლებელი.
ამ პროგრამით მერიას ქალაქში ახალი მოსახლეობის მიზიდვა სურს. ბევრი სხვა სოფლის მსგავსად, პრესიჩე-აკვარიკის მოსახლეობაც უფრო დიდ დასახლებულ პუნქტებში გადადის. ამჟამად ქალაქში 10 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. მოქალაქეების შესანარჩუნებლად მერიამ ბავშვის დაბადებისთვის ათასევროიანი პრემიის გაცემაც კი დაიწყო.
პრესიჩე-აკვარიკაში სახლის შესაძენად გრანტის გაცემა პირველი ასეთი პროექტია იტალიაში. თუმცა მსგავსი გადასახადი უახლოეს მომავალში სარდინიის ერთ-ერთ სოფელშიც დაწესდება, სადაც გრანტის ოდენობა 15 000 ევროს შეადგენს.
„ევროპულსი“ 2021 წელს წერდა, რომ იტალიაში „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ვიზის მიღება მხოლოდ სოფელში დასახლების შემთხვევაში არის შესაძლებელი. ამით მუნიციპალიტეტებს მეჩხერი დასახლებების „გამოცოცხლება“ სურთ.