Amazon-ის კაპიტალიზაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრილიონ დოლარს პირველად ჩამოსცდა. 1-ლი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად კომპანიის ღირებულება 987 მლრდ დოლარი გახდა .Amazon-ის კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს 2022 წლის აპრილში მიაღწია.
გამოცემის ინფორმაციით, NASDAQ-ის ბირჟაზე Amazon-ის აქციები 2022 წლის 1-ლი ნოემბრის ვაჭრობისას 5,5%-ით შემცირდა და ერთ ერთეულ აქციაზე 96,79 დოლარი შეადგინა.
„ტრილიონერთა კლუბში“ 4 კომპანია რჩება:
- Apple – 2,4 ტრილიონი დოლარი
- Saudi aramco – 2,01 ტრილიონი დოლარი
- Microsoft – 1,7 ტრილიონი დოლარი
- Alphabet – 1,17 ტრილიონი დოლარი
ინვესტორებმა Amazon-ის აქციები მას შემდეგ გაყიდეს, რაც კომპანიამ 27 ოქტომბერს ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი შემცირდა 9%-ით 2,9 მილიარდ დოლარამდე.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ კომპანიის აქციები უკვე მეხუთე დღეა ეცემა, შედეგად Amazon-ის კაპიტალიზაცია 143 მილიარდი დოლარით შემცირდა.