მონეტარული პოლიტიკა ინგლისის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთები 0.75%-ით, 3%-მდე გაზარდა, რაც 1989 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წლის ბოლო მეოთხედში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმს, 11%-ს მიაღწევს და ბრიტანეთის ეკონომიკა უკვე რეცესიაშია, რამაც შესაძლოა, 2 წელი გასტანოს – იმაზე მეტხანს, ვიდრე 2008-09 წლების ფინანსურმა კრიზისმა.
მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაციის გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
Fed-ის განაკვეთები ახლა 3.75-4.0%-ზეა, ევროპის ცენტრალური ბანკის სადეპოზიტო განაკვეთი კი 1.5%-ზე.