International Data Corporation-ის (IDC) მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით შემცირდა და 301,9 მილიონი შეადგინა.
“მონაცემი უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია მცირდება, რაც განპირობებულია გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობით,” – აღნიშნულია განცხადებაში.
გაყიდვების ლიდერია სამხრეთ კორეული Samsung Electronics-ი, რომლის გაყიდვები კი შემცირდა 7,8%-ით 64 მილიონამდე, თუმცა ფლობს გლობალური ბაზრის 21,2%-ს, მეორე ადგილზეა Apple, რომელიც ათეულში ერთადერთია ვისაც გაყიდვები გაეზარდა 1,6%-ით 51,9 მილიონამდე, მისმა წილმა კი 17,2% შეადგინა. ლიდერთა სამეულშია Xiaomi 40,5 მილიონით – 8,6%-იანი ზრდით, მისმა წილმა ბაზარზე კი 13,4 % შეადგინა. ხუთეულში არიან, ასევე ჩინური ბრენდები vivo და OPPO.