დღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასიახლეებიფინანსები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 852 926 ვიზიტორი ეწვია – 10 თვის სტატისტიკა

0
გაზიარება

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 852 926 ვიზიტორი ეწვია. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები BM.GE-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 56%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს რიცხვები 75%-იან აღდგენაზე მეტყველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეროვნულ პარკებს 25%-ით ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორთა უმრავლესობას – 54%-ს (458 557) უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ, შესაბამისად 46% ქართველების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდის.
გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო ფასები არ შეცვლილა და მათი ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

„დღეისათვის ვიზიტორებს ყველა დაცული ტერიტორია მასპინძლობს. რაც შეეხება შესვლის ღირებულებას, რამდენიმე ტერიტორიაა, მათ შორის, მარტვილის კანიონი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი და სხვა, სადაც შესვლა ფასიანია, ხოლო ვიზიტის ღირებულება 5 ლარიდან იწყება. საქართველოს რეზიდენტი პირები შესაბამისი ფასდაკლებით სარგებლობენ. დანარჩენ ტერიტორიაზე ვიზიტი უფასოა, თუმცა არსებობს ფასიანი სერვისები, როგორიცაა კოლხეთის ეროვნულ პარკში საწყალოსნო სერვისები, ალგეთის ეროვნულ პარკში თოკების პარკის ატრაქცია და სხვა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

რაც შეეხება ვიზიტორთა შემოსავლებიდან მიღებულ შემოსავლებს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში ტურიზმით მიღებულ შემოსავალს ერთიანად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანგარიშობს და ცალკე დათვლილი არ არის.

წყარო : Bm.ge

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!