საინტერესო სიახლეებისიახლეები

მიხალ სოლოვიოვი- უმდიდრესი ადამიანი პოლონეთში და რალის ვარსკვლავი

0
გაზიარება

მიხაილ სოლოვიოვი 1962 წლის 11 ივლისს პოლონეთი დაიბადა. პოლონელი ბიზნესმენი, ფინანსური ინვესტორი და რალის სპორტსმენი დაინტერესებულია სპორტით, ქიმიით და მშენებლობებით მთელს მსოფლიოში.მიხაილი ენდრიუ და ბარბარა სოლოვიოვების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა კიელცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დამთავრების შემდეგ კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასავლეთ ბლოკში მუშაობდა. მიხალი აკონტროლებს ბევრ ბიზნესს და ფლობს რამდენიმე დიდ ქარხანას, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს 60-ზე მეტ ქვეყანაში. ის არის შრომის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი პოლონეთში. მისი ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც 8 ქვეყანაში განლაგებულ 18 ქარხანას ფლობს, 16 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ამასთან, სოლოვიოვი არის საფონდო ბირჟის ინვესტორი. 2017 წლამდე იყო ყველაზე დიდი პოლონური საფონდო ბირჟის ინვესტორი. ჰყავს ერთი შვილი – კაროლინა სოლოვიოვა, რომელიც მამასავით გატაცებულია რალით ტარებით და პოლონელ ავტომრბოლელთან რაფალ სონიკთან ერთად ცხოვრობს. Forbes-ის შეფასებით, მიხაილ სოლოვიოვის ქონება 5,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიხალი კიელცეში მაშინვე არ დაბრუნებულა. გარკვეული დროის განმავლობაში ის დასავლეთის ბლოკში მუშაობდა, რათა საკმარისი ფული დაეგროვებინა.1980-იანი წლების ბოლოს თავისი პირველი კომპანია Miltex Construction Enterprise in Kielce შექმნა. მოგვიანებით Miltex გახდა ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანია პოლონეთში.Miltex-ის დაარსების შემდეგ სოლოვიოვმა გადაწყვიტა ინვესტიციებში ეცადა ბედი. იგი ვარშავის საფონდო ბირჟაზე აქტიური ინვესტორი გახდა, ვაჭრობდა Miltex-გან მიღებული მოგებით.მილიარდერმა ქიმიურ კომპანია Dwory-ში აქციების შეძენა დაიწყო. კომპანია აღებული სესხებით გააფართოვა და მთლიანად შეიძინა ქიმიური კომპანია Dwory, რომელიც ცნობილია სახელით – Synthos Green Energy S.A. Synthos Group-ის ქვეშ კი სხვა შვილობილი კომპანიებიც შექმნა. კერძოდ კერამიკული ფილების წარმოებისთვის Cersanit S.A. და Barlinek S.A. წარმოებისთვის.

2019 წლის ოქტომბერში, Synthos Green Energy S.A.-მ დადო გარიგება GE Hitachi Nuclear Energy-თან, რათა მოეხდინა სინერგია პოლონეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში. ეს პროექტი ორივე კომპანიას მილიარდობით დოლარის შემოსავალს მოუტანს.

სოლოვიოვი ავტორბოლით თინეიჯერობის ასაკიდან დაინტერესდა. 2001 წელს მისი ორი კომპანიის Synthos Green Energy S.A. და Cersanit S.A. დაფინანსებით, მან თავისი პროფესიული რალის კარიერა დაიწყო. თავდაუზგავად ვარჯიშმა მიხაილს კარგი შედეგი მოუტანა. 2008, 2009 და 2012 წელს კი პოლონეთის ვიცე ჩემპიონი გახდა. ასევე აქვს სხვა წლებში მიღებული მნიშვნელოვანი ტიტიულები. სპორტული აქტივობა სოლოვიოვმა 2020 წელს განაახლა.

გარდა იმისა, რომ არის Synthos Group-ის 3 მსხვილი კომპანიის ერთადერთი აქციონერი, მიხაილ სოლოვიოვი ინვესტირებას ახორციელებს უძრავ ქონებასა და ბიოტექნოლოგიურ სექტორში. ის მართავს თავის აქტივებს და იყენებს სხვადასხვა ფონდებს, როგორიცაა SICAV-SIF ფონდი, FTF Columbus Fund, FTF Galleon და Magellan Pro-Equity Fund I S.A. ასევე ახორციელებს ინვესტიციებს IPOPEMA 112 FIZAN ფონდის მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!