კვებაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიქართული წარმოება

„შირაქი“ ნედლი რძითა და HAССP სტანდარტით დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქტი

0
გაზიარება

2007 წელს რძის შემკრები პუნქტით დაწყებული საქმიანობა დიდ წარმოებაში მალევე გადაიზარდა,რომელსაც საფუძვლად კომპანიის დამფუძნებლის და თანამშრომლების ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში მიღებული გამოცდილება და ცოდნა დაედო. 2013 წელს საფუძველი ჩაეყარა შირაქის  ფერმას,რომელიც დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონში, შირაქისა და ალაზნის ველებზე 2000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განთავსებული მეურნეობა საქართველოში ნედლი რძის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა.

„კომპანია “შირაქი” საქართველოში ნედლი რძის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია.  ფერმაში არის 200 სული პირუტყვი, აქედან 150 მდე სული მეწველი ფური.  იმისათვის, რომ ვაწარმოოთ ნედლი რძის საკმარისი რაოდენობა “შირაქს” ასევე აქვს რძის შემკრები პუნქტები, სადაც თავს იყრის ნედლი რძე დედოფლისწყაროში მდებარე ფერმებიდან, ადგილობრივი მოსახლეობიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან.  სრული ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ,  შირაქის ნედლი რძე თბილისში,  კომპანიის კუთვნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოში გარდაიქმნება 20-მდე სახეობის სხვადასხვა სახის პროდუქციად. საწარმოში დანერგილია HAССP სტანდარტი და წარმოება შესაბამისობაშია მოყვანილი ევროსტანდარტებთან.  შირაქი ასევე ფლობს  სპეციალიზირებულ ჯიხურების ქსელს რომელიც თბილისშია განთავსებული.ვაწარმოებთ არა მხოლოდ ტრადიციულ ნაწარმს, არამედ დავნერგეთ მრავალფეროვანი პროდუქცია ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით.“ – კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე

კომპანიის თანამშრომლების გადამზადება მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქართულ ტრადიციულ ყველეულთან ერთად „შირაქი“მომხმარებლებს ეგზოტიკური და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციას სთავაზობს.

„შირაქი“ საქართველოში ყველის ყველაზე დიდი მწარმოებელია. მაღალი სტანდარტებით შექმნილი სულგუნი კი  გამარჯვებულია EBIARD/FAO-ს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრმა დეგუსტაციაზე 2018, 2019 და 2021 წლებში, რის მიხედვითაც საქართველომ სულგუნი შირაქში ნაწარმოები სულგუნის შიდა სტანდარტის მიხედვით დააპატენტა.

„ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდან შემოიყვანა.  პროცესი ნახევარი წელი მიმდინარეობდა და  ამ პერიოდში ამერიკიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან  და ჰოლანდიიდან მაღალკვალიფიციური ბიოტექნოლოგები, ზოოტექნიკები, ბიომენეჯერები, ვეტერინარები და პრაქტიკოსი ფერმერები მოვიწვიეთ. მათი მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივ რეალობას მოვარგეთ. ადგილზე საქმის შესწავლით გავაუმჯობესეთ ცოდნა და სამუშაოს ხარისხი. შირაქი ხელს უწყობს მერძევეობის განვითარებას – ჩამოყალიბდა მერძევეთა ასოციაცია, რომელიც ეხმარება საქართველოში მერძეული ფერმებისა და ნედლი რძის წარმოების განვითარებას“ – ნიკოლოზ ბენიაიძე

“შირაქის” მთავარი ღირებულებებია : ცოდნის და გამოცდილების უანგარო გაზიარება; ზრუნვა საქართველოში ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა პირუტყვის პოპულარიზაციაზე და მოშენებაზე; სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება; ბიზნესის გრძელვადიანი გეგმები გძელვადიანი ხედვა; მომხმარებლების აზრი მნიშვნელოვანია ნდობა; გაბედულება – გამოწვევების მიღება – ინოვაციები; უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება; გუნდურობა; საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერება;

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!