დღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოება

საქართველოდან უცხოეთში ვიზიტები 3.3-ჯერ გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა- საქსტატი

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.7 პროცენტს შეადგენდა“,- აღნიშნულია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 314.5 ათასი და 79.4 ათასი ვიზიტი.

2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014.1 ლარი შეადგინა“,-  „საქსტატი“

მსგავსი სიახლეები

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!