შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გეიმერის (მოთამაშე) საზოგადოების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით ქალაქში სპეციალური ცენტრი იხსნება, სადაც გეიმერები თავიანთ „კოლეგებთან“ საუბარს შეძლებენ, გარე თამაშებს ითამაშებენ და ჯანსაღ საკვებს მიიღებენ – „ევროპულსი“
გეიმერი საზოგადოების წევრები ერთმანეთს ონლაინით რეგულარულად უკავშირდებიან, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებენ, რამაც მათში შესაძლოა, იზოლაციისა და მარტოობის გრძნობა გააძლიეროს – ინიციატორების შეფასება
ახალ ცენტრში, რომლის ფართობი 3000 კვადრატულ მეტრზე მეტია, კიბერსპორტი და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთს შეერწყმება.კომპიუტერული თამაშების ოთახების გვერდით ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ასევე, ჯანსაღი კვების კაფე მოეწყობა.
კომპიუტერული თამაშები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში და არა მხოლოდ გასართობი ინდუსტრიის, არამედ მთლიანად ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება-„ევროპულსის“
ბოლო კვლევების მიხედვით ფსიქიკაზე ვიდეოთამაშების უარყოფითი გავლენის შესახებ შეფასებები გადაჭარბებულია. კერძოდ, 2018 წელს, გერმანიის მაქს პლანკის საზოგადოების ადამიანის ევოლუციის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობრივი ვიდეოთამაშებიც კი არ ზრდის (ყოველ შემთხვევაში, მოზრდილებში) მოთამაშეების ძალადობის დონეს რეალურ ცხოვრებაში.შვედი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით, თინეიჯერ მოთამაშეებს ისეთივე ბევრი მეგობარი ჰყავთ, რამდენიც მათ არამოთამაშე თანატოლებს.