წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ გავალთ, ან გავალთ ძალიან მცირე რაოდენობით, რისი მიზეზიც მიზეზიც უხარისხო მოსავალია,რომლეიც კლიმატმა განაპირობა. “ – კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დემურ ფიფია
„წელს მოსავალი ძალიან უხარისხოა. კივის მოსავლის აღების სეზონი უკვე დაიწყო და ძალიან ცუდი მოლოდინი გვაქვს. ჭარბი ტენი და გვალვა, ორივე ერთ წელს ბუნების ანომალიაა და ამან ცხადია, იქონია გავლენა. შედეგად, წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ გავალთ, ან გავალთ ძალიან მცირე რაოდენობით. არ არის იმ ხარისხის მოსავალი, რომ საექსპორტო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა“ – აცხადებს დემურ ფიფიამ
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 47 ათასი აშშ დოლარის 23 ტონა კივი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 72 ათასი აშშ დოლარის 25 ტონა კივი, პანდემიურ 2020 წელს კი, უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა 303 ათასი აშშ დოლარის 384.1 ტონა კივი.