“კარფურის” ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას, ამჯერად 1 დეკემბერს პეტრე ქავთარაძის N58ა/60 -ში ახალი ფილიალი გახსნა,რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად, დილის 09:00-დან საღამოს 22:00-მდე მოემსახურება და მათ მრავალფეროვან, უახლეს სერვისებს მიაწვდის, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში ყველა საჭირო ნივთის შეძენის შესაძლებლობას. “კარფურის” ახალი, სუპერმარკეტი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შორისაა სურსათის, ბიო პროდუქტების და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.
ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 78-ე მაღაზიაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რადგან კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების ზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით.
ამჟამად კომპანიაში 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და კიდევ 1200 ახალი კადრის მიღებას გეგმავს.
“კარფურის” პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს, “თბილისი მოლში” გაიხსნა და დღემდე განაგრძობს გაფართოებას – ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.