2023 წლის იანვრიდან ესპანეთში საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა უფასო ყველასთვის იქნება. – „ევროპულსი“
ინოვაციის მთავარ ამოცანას ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება წარმოადგენს. სექტემბრიდან ესპანეთში ყველა საქალაქთაშორისო ავტობუსზე ისედაც 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ევროკავშირის გეგმით, 2050 წლისთვის ევროპაში სითბური გაზების გამონაბოლქვი საკმარისად უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ, მაგალითად, ხეებმა ის მთლიანად შთანთქას. ეს მიზანი ევროკავშირმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაისახა, რაშიც მთავარი წვლილი სითბურ გაზებს მიუძღვის. ესპანეთში სექტემბრიდან სამგზავრო მატარებლები უფასო გახდა, რომლის მოქმედების ვადაც 2023 წლის დასაწყისში იწურებოდა, თუმცა მთავრობამ მომავალი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ოქტომბრის მონაცემებით, უფასო ბილეთით 1,5 მილიონზე მეტმა ესპანელმა ისარგებლა, ხოლო რკინიგზაზე მგზავრთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ქვეყანაში სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი კომპანია არის Renfe.