კომპანიის დამფუძნებელის ელიზბარ ლომინაძის განცხადებით ადგილობრივი ინვესტიციით შექმნილი სამკერვალო ითანამშრომლებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marks&Spencer, „H&M“, NEXT, S’OLIver და “მონკლერი”,წარმოების 90% ექსპორტზეა გათვლილი. საწარმო სრულად ადგილობრივი ინვესტიციით გაიხსნა, დასაქმებულთა რაოდენობა კი, პირველ ეტაპზე, 100-მდე იქნება.
“ეს არის 100%-ით ადგილობრივი ინვესტიცია, დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზეა საუბარი. პირველ ეტაპზე, 100 ადამიანი დასაქმდება (ახლაც მიმდინარეობს კადრების აყვანა) სამომავლოდ კი, მათი რაოდენობა 200-300-მდე გაიზრდება.წარმოება 90%-ით ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, ძირითადად, იტალიურ და გერმანულ ბრენდებთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის NEXT-ი, Marks&Spencer-ი, „H&M“-ი, S’OLIver-ი, “მონკლერი“. ადგილობრივ ბაზარზე მცირე შეკვეთები დამზადდება, ეს იქნება ქართული ბრენდები და სახელმწიფო ტენდერები.ძირითადად შეიკერება უნიფორმები და ქალის ტანსაცმელი. ახლა უკვე დაწყებულია შეკვეთებზე მუშაობა”,- აცხადებს ელიზბარ ლომინაძე.