მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით დაბალშემოსავლიან და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ფულადი გზავნილების 5%-იან ზრდას მოელის
ფულადი გზავნილები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ნაკლებშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ისინი სიღარიბის შემცირებას უწყობენ ხელს, აუმჯობესებენ კვების ხარისხს და საყოფაცხოვრებო პირობებს, ასევე ზრდიან ისეთ მაჩვენებელებს, როგორიცაა ჩვილთა წონა და ღარიბი ბავშვების სკოლაში აღრიცხვიანობა.რომ ფულადი გზავნილების ტემპების ზრდის შენელებას ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის, იმ ქვეყნების ეკონომიკების გახსნამ, რომლებიც კოვიდ-19 გამო დახურული იყვნენ-მსოფლიო ბანკის განცხადებით
მიმდინარე წელს რეგიონებში ფულადი გზავნილები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გაიზარდა 10,3%-ით 72 მლრდ დოლარამდე. ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში გზავნილები გაზრდილია 9,3%-ით 142 მლრდ დოლარამდე, აზიის სამხრეთ ნაწილში 163 მლრდ დოლარამდე, 3,5%-ით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 2,5%-ით 63 მლრდ დოლარამდე, აზიის აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის რეგიონში 0,7%-ით 134 მლრდ დოლარამდე, საჰარას სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში კი 5,2%-ით 53 მლრდ დოლარამდე.