კონტრაქტი ითვალისწინებს პენტაგონისთვის უსაფრთხო ღრუბლოვანი სერვისების მიწოდებას მსოფლიოს მასშტაბით – ინფორმაცია ამერიკის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
Alphabet Inc., Oracle, Microsoft და Amazon შეარჩიეს პროექტ Joint Warfighter Cloud Capability (JWCC)-ის სარეალიზაციოდ, რომელიც დასრულება 2028 წლის 8 ივნისისთვის.
პენტაგონის მონაცემების დაცვის ღრუბლოვანი სისტემის ახალი პროექტი დახურავს მოქმედ პროექტს JEDI (Joint Enterprise Defense Infrastructure). ამერიკის თავდაცვის უწყებამ პროექტ JEDI-ს დახურვის შესახებ 2021 წელს ოფიციალურად გამოაცხადა. 10-მილიარდიანი ათწლიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, მათ შორის, საცავების ფიზიკური IT-სისტემებიდან ღრუბლოვან სერვერებზე გადატანას, Microsoft-მა 2019 წელს მიიღო. ამის შემდეგ Amazon-მა, რომელიც გახლდათ ან კონტრაქტის მთავარი პრეტედენტი, ვინაიდან მისი ღრუბლოვანი სერვისი – Amazon Web Services (AWS) – უკვე გამოიყენებოდა ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროში და პლიუს ამერიკის 5 ათასზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებაში, სასამართლოში იჩივლა და პენტაგონის არჩევანი გააპროტესტა.
Amazon-თან სასამართლო დავამ კი JEDI პროექტის განხორციელება არსებითად შეანელა. პენტაგონს აკრიტიკებდნენ ცალკეული კანონმდებლები, რომელმაც არჩევანი ერთი კომპანიის სასარგებლოდ გააკეთა, რაც გამართლებული არ იქნებოდა მსგავსი პროექტისთვის, შედეგად უწყებამ საქმე დახურა.