დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

Google, Oracle, Amazon და Microsoft Corp 9 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს გაიყოფენ

0
გაზიარება

კონტრაქტი ითვალისწინებს პენტაგონისთვის უსაფრთხო ღრუბლოვანი სერვისების მიწოდებას მსოფლიოს მასშტაბით – ინფორმაცია ამერიკის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

Alphabet Inc., Oracle, Microsoft და Amazon შეარჩიეს პროექტ Joint Warfighter Cloud Capability (JWCC)-ის სარეალიზაციოდ, რომელიც დასრულება 2028 წლის 8 ივნისისთვის.

პენტაგონის მონაცემების დაცვის ღრუბლოვანი სისტემის ახალი პროექტი დახურავს მოქმედ პროექტს JEDI (Joint Enterprise Defense Infrastructure). ამერიკის თავდაცვის უწყებამ პროექტ JEDI-ს დახურვის შესახებ 2021 წელს ოფიციალურად გამოაცხადა. 10-მილიარდიანი ათწლიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, მათ შორის, საცავების ფიზიკური IT-სისტემებიდან ღრუბლოვან სერვერებზე გადატანას, Microsoft-მა 2019 წელს მიიღო. ამის შემდეგ Amazon-მა, რომელიც გახლდათ ან კონტრაქტის მთავარი პრეტედენტი, ვინაიდან მისი ღრუბლოვანი სერვისი – Amazon Web Services (AWS) – უკვე გამოიყენებოდა ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროში და პლიუს ამერიკის 5 ათასზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებაში, სასამართლოში იჩივლა და პენტაგონის არჩევანი გააპროტესტა.

Amazon-თან სასამართლო დავამ კი JEDI პროექტის განხორციელება არსებითად შეანელა.  პენტაგონს აკრიტიკებდნენ ცალკეული კანონმდებლები, რომელმაც არჩევანი ერთი კომპანიის სასარგებლოდ გააკეთა, რაც გამართლებული არ იქნებოდა მსგავსი პროექტისთვის, შედეგად უწყებამ საქმე დახურა.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!