2022 წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით – ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 35,752,914 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.
პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებული მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე შეეძლოთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.