დღის სიახლეებისიახლეები

შესქელებული რძე 38,9%-ით გაძვირდა

0
გაზიარება

2022 წლის ნოემბერში შესქელებული რძე იმ 10 საკვებ პროდუქტს შორის მოხვდა, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. ფასმა ამ პროდუქტზე 38,9%-ით მოიმატა.

2022 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 18.6 მლნ აშშ დოლარიდან 26.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა პროდუქტის იმპორტი. მხოლოდ 1.1 ტონითაა გაზრდილი მოცულობა. 2021 წელს 7 758 ტონა შემოვიდა, მიმდინარე წელს კი, 8 874 ტონა.

გაძვირების ძირითად მიზეზად მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის ფასის მატება სახელდება. გასულ წელს 1 კგ-ზე საშუალო ფასი 2.4 აშშ დოლარს შეადგენდა, წელს კი 2.9 აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველომ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი შეიძინა:

  1. ბელარუსი – 11 მლნ აშშ დოლარის 3 425 ტონა
  2. ირანი – 7.3 მლნ აშშ დოლარის 2 769 ტონა
  3. უკრაინა – 2.6 მლნ აშშ დოლარის 952.4 ტონა
  4. ნიდერლანდები – 2.3 მლნ აშშ დოლარის 625.8 ტონა
  5. გერმანია – 1.1 მლნ აშშ დოლარის 386.3 ტონა
  6. რუსეთი – 451 ათასი აშშ დოლარის 211.8 ტონა
  7. აზერბაიჯანი – 426 ათასი აშშ დოლარის 297.5 ტონა
  8. პარაგვაი – 270 ათასი აშშ დოლარის 75 ტონა
  9. მოლდოვა – 215 ათასი აშშ დოლარის 63 ტონა
  10. უზბეკეთი – 52 ათასი აშშ დოლარის 28.9 ტონა

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!