ამიერიდან, ყოველი ათი სატვირთო მანქანა თურქეთიდან შემოსული ამ პროდუქციით პესტიციდებზე ტესტირებას გაივლის.
აღნიშნული ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანურმა ასოციაციამ Ailimpo-მ, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მასში ნათქვამია, რომ ამ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა პესტიციდების შემცველი თურქული საქონლის გადაზიდვის რაოდენობა.ნორმა აღემატება ევროკავშირის მიერ რეგულაციებით დადგენილ ოფიციალურ ლიმიტს- agroexpert.md
გამომდინარე აქედან ცვლილებები ევროკავშირის რეგულაციაში 2019/1793, გაზარდა კონტროლის პროცენტი 10%-დან 30%-მდე გრეიფრუტისთვის და 20%-დან 30%-მდე ლიმონისთვის. ცვლილება იანვრის დასაწყისიდან ამოქმედდება და ძალაში ექვსი თვის განმავლობაში იქნება.
საქართველოში ლიმონისა და გრეიფრუტის მთავარი იმპორტიორი სწორედ თურქეთია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 209 ტონა ლიმონი (2,436 მლნ დოლარის ღირებულების) საიდანაც თითქმის 90%, ანუ 4 681 ტონა თურქეთიდან შემოვიდა.
იმპორტირებულ გრეიფრუტში კი თურქეთი წილის 81,5%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, წელს 10 თვეში საქართველომ მსოფლიოს 7 ქვეყანაში 2 297 ტონა გრეიფრუტი იყიდა (948,4 ათასი დოლარის ღირებულების), საიდანაც 1 872 ტონა თურქეთზე მოდის.