მიმდინარე წელს ექსპორტის შემცირებაა მოსალოდნელი,რომლიც მიზეზიც შიდა მოთხოვნის ზრდაა, რაც გამოწვეულია საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული ნაკადის ზრდასა და რუსეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით შემოსვლით-აცხადებს საქართველოს ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი
„საქართველოში ციტრუსების სეზონი ახლაა, მაგრამ წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით 20 000 ტონით ნაკლებია და მოსალოდნელი 40 000 ტონა არ იქნება იმ ხარისხის, რომ ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ვაშლს, მოსავალი ძალიან დიდია, თუმცა პრობლემები აქაც არის, ძირითადად ხარისხსა და შეფუთვაში. გარდა ამისა, არ არის საკმარისი სამაცივრე მეურნეობები პროდუქტების შესანახად. თუ ეს ინფრასტრუქტურა არ შეიქმნება და პროდუქციის ხარისხი არ გაიზრდება, მაშინ ექსპორტზე ფიქრს აზრი არ აქვს.საქართველოს ნამდვილად აქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანის პოტენციალი, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უფრო მეტიც, საჭიროა აქტიურობა როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე ასოციაციებისა და საწარმოების დონეზე, რომ სექტორი განვითარდეს და სოფლის პროდუქტები სუბსიდიებზე არ იყოს დამოკიდებული“- ვახტანგ ბეჟიტაშვილი.