2022 წლის ნოემბერში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები წლიურად 7,1%-ით გაიზარდა,ინფლაცია არსებითად არის შენელებული ოქტომბრის 7,7%თან შედარებით და ახლა იმყოფება ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2021 წლის დეკემბრის შემდეგ – ინფორმაციას ქვეყნის შრომის სამინისტრო ავრცელებს.
Trading Economics, MarketWatch და Bloomberg-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ნოემბერში 7,3%-იანი ინფლაცია იყო ნავარაუდევი.
გასულ თვეს ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ტემპი შენელდა 13,1%-მდე, მას შემდეგ, რაც 17,6%-ით მოიმატა ოქტომბერში. მათ შორის, ბენზინი გაძვირდა 10%-ით, მაშინ როცა ოქტომბერში 17,5%-იანი ზრდა იყო, ელ-ენერგიაზე კი 13,7%-მდე შენელდა ოქტომრბის 14,1%-თან შედარებით.
სურსათზე ფასებმა მოიმატა 10,6%-ით, ხოლო მეორადი ავტომობილები გაიაფდა 3,3%-ით.