დღის სიახლეებიესთეტიკაპარტნირებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

ფრაქციული მეზოთერაპია -კოლაგენის მაინდუცირებელი თერაპია

0
გაზიარება

ფრაქციული მეზოთერაპია -კოლაგენის მაინდუცირებელი თერაპიაა,კლინიკურად დამტკიცებული კანის ნაკლოვანებების და ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც პროფესიონალურ კოსმეტიკას და ესთეტიკას აერთიანებს.

ეს არის მეთოდი, რომელიც კლასიკური მეზოპროცედურების ტექნიკას და მიკრონემსური თერაპიის შესაძლებლობებს ითავსებს.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი, ინექციური კოსმეტოლოგიისა და ლაზეროთერაპიის მოდულის ტრენერი მაია ესელიძე Geobusinessnews-ge-სთან ფრაქციული მეზოთერაპიის პროცედურაზე და მის ჩვენებებზე საუბრობს.

„პროცედურა ტარდება მრავალი მიკროინექციით, რომლის დროსაც მანძილი ნემსებს შორის შესაძლებელს ხდის ზემოქმედება მოახდინოს ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებულ მიკროზონებზე (ფრაქციონობის პრინციპი). პროცედურა ტარდება მეზოპენ აპარატების საშუალებით სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე და გამოიყენება სტერილური ერთჯერადი კატრიჯები, რაც გამორიცხავს ინფიცირების შესაძლებლობას. გარდა კანზე ტრავმატიული ზემოქმედებისა და კანის მოცემული სიღრმის მრავალჯერ დაჩხვლეტისა, ფრაქციული თერაპიით უშუალოდ კანის ფენაში ხდება აქტიური ინგრედიენტების შეყვანა, რათა მოხდეს რეგენერაციული პროცესების სტიმულაცია.

ფრაქციული მეზოთერაპიის ჩატარების ჩვენებებია:ლაქები, პოსტაკნე ,ნაწიბურების მკურნალობა, პიგმენტაციის აღმოფხვრა, ცელულიტის მკურნალობა, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, ფერის გაჯანსაღება, წვრილი ნაოჭების კორექცია, ოვალის დეფორმაცია,გადიდებული ფორები, თმის ცვენის შეჩერება, ჭაღარის პრევენცია, თმის ნელი ზრდა, ქერტლი და თმის სტრუქტურის გაჯანსაღება, ვიღებთ რემოდელირებულ დერმას და გაუმჯობესებულ კანის ზედაპირს“ – მაია ესელიძე

ფრაქციული მეზოთერაპია შესაძლებელს ხდის მიიზიდოს დერმაში აუცილებელი მეზოთერაპევტული კომპონენტები კანისთვის ჯანმრთელი და გამაახალგაზრდავებელი პრეპარატების მიწოდებების გზით და უზრუნველყოს ადრეული სიბერის შეფერხება. წვრილი ნემსების დახმარებით ხდება კანის სიღრმისეული მკურნალობა და ყველა აუცილებელი ინგრედიენტებით პრობლემური მიზეზების მიზანდასახულად აღმოფხვრა.

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!