2022 წელს წინა წელთან შედარებით მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 29 პოზიციით დაქვეითდა 89-ე ადგილზეა. ინფორმაციას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ავრცელებს.
ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, 2022 წელს საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ 59.3 ქულით მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 89-ე ადგილს იკავებს.წინა წინა წლის რეიტინგის თანახმად, საქართველო 71.36 ქულით მსოფლიოში მე-60 ადგილს იკავებდა.