Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია Tesla-ს შემოსავლები მომდევნო წლებში გაუარესდება, ამის მიზეზი კი გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილების გაიაფება და მოთხოვნის შემცირების ფონზე რენტაბელურობის დაკარგვა იქნება.
2022 წლის მეოთხე კვარტლისთვის ექსპერტებმა კომპანიის ელექტრომობილების მიწოდების პროგნოზი 420 ათასამდე დაწიეს, აქამდე ნავარაუდევი 440 ათასის ნაცვლად. 2023 წელს კი, მათი შეფასებით ამერიკული ბრენდის გაყიდვები 1,85 მილიონი იქნება, აქამდე ნავარაუდევი 1,95 მილიონის ნაცვლად. ამის შესახებ MT Newswires წერს.
ცნობისთვის, Tesla-მ მესამე კვარტალში 343 ათასი ავტომობილი გაყიდა.