დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ადამ სენდლერი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი კომიკოსი

0
გაზიარება

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ადამ სენდლერი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი კომიკოსია,რომელიც 2022 წლის მდგომარეობით მე-3 უმდიდრესი კომიკოსის ადგილს იკავებს.ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანად ითვლება. მსახიობი, რომელმაც კარიერა გასართობ ინდუსტრიაში დაიწყო, როგორც Saturday Night Live-ის წევრმა. როგორც ცნობილია ადამ სენდლერი დღეს ერთი კონცერტიდან სულ მცირე 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს

ადამ რიჩარდ სენდლერი 1966 წლის 9 სექტემბერს ბრუკლინში დაიბადა,დედამისი ჯუდით ლევინი საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო, ხოლო მისი მამა სტენლი სენდლერი ელექტრო ინჟინერი. თავის დროზე სენდლერების ებრაული ოჯახი, რუსეთიდან ამერიკაში ემიგრანტებად გადავიდნენ. ადამი მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ამერიკაში დაიწყო ცხოვრება.

ადამმა მანჩესტერ ცენტრალური საშუალო სკოლა დაამთავრა. როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, სენდლერს ებრაულ ახალგაზრდულ ჯგუფში სახელწოდებით BBYO იცნობდნენ. აღსანიშნავია, რომ ის საოცრად კარგად სწავლობდა თუმცა, კომედიური ხრიკების გამო, ბევრ შენიშვნასაც აძლევდნენ.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ადამმა ნიუ-იორკში, ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. შემდეგ კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის ხელოვნების სკოლაში.

კინოდებიუტამდე ის სხვადასხვა კომედიურ კლუბებში გამოდიოდა, რამაც მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთ-ერთ კომედიურ კლუბში ამოსვლის დროს, ის კომიკოსმა დენის მილერმა შეამჩნია. მილერმა სენდლერი Saturday Night Live-ის პროდიუსერს, ლორნ მაიკლს ურჩია.

1987 წელს სენდლერმა ითამაშა The Cosby Show-ში. იმავე წელს ასევე გამოჩნდა MTV შოუში, სახელწოდებით Remote Control. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისი დებიუტი შედგა ფილმში სახელწოდებით Going Overboard.

ადამ სენდლერმა შოუში SNL შოუში თავისი ორიგინალური სიმღერების შესრულება დაიწყო.

სენდლერმა თავისი სახელი ინდუსტრიაში მხოლოდ მას შემდეგ გაითქვა, რაც 1995 წელს ბილი მედისონში ითამაშა. 1998 წელს კი დრიუ ბერიმორთან ერთად შესრულებულმა როლმა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. 1999 წელს ადამმა მისი საკუთარი საპროდიუსერო კომპანია შექმნა.

კომიკოსმა ფილმებში Punch-Drunk Love და Spanglish, დრამატული როლებიც შეასრულა. 2004 წელს კი ისევ გაერთიანდა დრიუ ბერიმორთან ფილმში – 50 პირველი პაემანი.

მსახიობიმა მომდევნო ხუთ წელიწადში შვიდ ფილმში ითამაშა, მათ შორის: The Longest Yard, Click, Reign Over Me and I Now Pro Pronoce You Chuck and Larry და სხვები.

Celebrity Net Worth-ის მიხედვით, მსახიობი თითოეული ფილმიდან საშუალოდ 20 მლნ. დოლარს იღებდა. რაც საშუალებას აძლევდა წელიწადში 50-დან 60 მილიონ დოლარამდე გამოემუშავებინა. დღეს კი მისი ქონება 440 მლნ. დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!