ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს.ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.
დღეიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით იზრდება. როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების – 100 ლარით ზრდა.