გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჯემ ოზდემირი გამოდის ინიციატივით, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც „ნაგვის დაივინგით“ (dumpster diving) არიან დაკავებული, ანუ საკვებს ნაგვის კონტეინერებში მოიპოვებენ.
ჯემ ოზდემირის თქმით, გერმანიაში ყოველწლიურად 11 მილიონი ტონა სასურსათო ნარჩენი წარმოიქმნება, ხოლო „ნაგვის დაივინგის“ დეკრიმინალიზაცია შესაძლოა, პირველი ნაბიჯი გახდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.ვისაც ნაგვის კონტეინერებიდან ჯერ კიდევ გამოსაყენებელი საკვების ამოღება სურს, ის არ უნდა დაისაჯოს. აჯობებს, ამის ნაცვლად ჩვენი პოლიცია და სასამართლო უფრო კრიმინალური საქმეებით დაკავდეს,თუმცა მინისტრი აქვე აღნიშნავს,რომ საკვები ნარჩენები „ერთი ხელის მოსმით“ მაინც არ გაქრება.
გერმანიაში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ვინც ნაგვის ურნიდან საკვებს იღებს, შესაძლოა, უკანონო შეღწევა-ქურდობის მუხლით პასუხისგებაში მიეცეს. თუმცა რაკი ეს დანაშაული უმნიშვნელოა, პასუხისგებამდე საქმე მხოლოდ ინდივიდუალური საჩივრის საფუძველზე მიდის, ხოლო ზოგიერთი სუპერმარკეტი ასეთ პრაქტიკას ყურადღებას არც აქცევს.
გერმანიის კოალიციური მთავრობა დაეთანხმა ევროკომისიის გეგმას, რომელიც 2030 წლისთვის სასურსათო ნარჩენების განახევრებას ითვალისწინებს. თუმცა ჯერ უცნობია, მიემხრობიან თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივას სხვა პარტიები.