დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს ევროპის ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი ამუშავდება

0
გაზიარება

ევროპის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი, Jupiter შესაძლოა, წელს ამუშავდეს,რომლითაც ყოველ ორ წამში 1 ტრილიონი პროცესის გაშვებაა შესაძლებელი, რაც 15 მილიონი ლეპტოპის მუშაობის ტოლფასია. მაღალტექნოლოგიურ მანქანას ჯანმრთელობის, ბიოლოგიის, კლიმატის, ენერგეტიკის სფეროში კვლევების ჩასატარებლად, ასევე, სამრეწველო გადაწყვეტილებების შესაქმნელად გამოიყენებენ. ექსპერტების აზრით, კომპიუტერი კვლევის ხარისხს გააუმჯობესებს და მის ღირებულებას შეამცირებს, ასევე, ხელს შეუწყობს კვლევებში მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მათ შორის კვანტურ გამოთვლებს. შესაძლოა Jupiter მსოფლიოში საუკეთესო სუპერკომპიუტერის სამეულში შევა.

„ევროპულსის“ ცნობით, კომპიუტერი გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში დაიდგმება.  2022 წლის დასაწყისში „ევროპულსი“ წერდა, რომ იულიხის კვლევითმა ცენტრმა სუპერკომპიუტერთან გაერთიანებული პირველი კვანტური კომპიუტერი შექმნა. ასეთ კომპიუტერს კვანტური მექანიკის კანონებით ყველაზე რთული „სასიცოცხლო ამოცანების“ ამოხსნა შეუძლია. კერძოდ, შექმნას კლიმატის ცვლილების მოდელები, დაგეგმოს სატრანსპორტო ნაკადები, შეიმუშაოს მედიკამენტების ფორმულები ან ფინანსური ნაკადები გააანალიზოს.

იულიხის კვლევით ცენტრში, ასევე, სუპერკომპიუტერი, Juwels არის განთავსებული, რომელიც 2022 წლის დასაწყისისთვის ევროპაში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი იყო.

2020 წელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იტალიამ შექმნა. ასეთ კომპიუტერს სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაჭრა, მაგალითად, ვაქცინების შექმნა შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!