ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რამდენ მილიონ დოლარად იყიდა ბიზნესმენმა ,,ბილაინი”

0
გაზიარება

Veon-ი საქართველოში ბიზნესის გაყიდვის შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, Veon-მა საქართველოში დაასრულა მისი შვილობილი კომპანიის Veon Georgia-ს გასხვისების პროცესი. მათი ინფორმაციით, ტრანზაქციის ღირებულება 45 მილიონი დოლარია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “ვიონის” გადაწყვეტილება განპირობებული არის მათი გრძელვადიანი ამბიციით, გაამარტივონ ჯგუფის სტრუქტურა.

“მოლაპარაკებების შედეგად წარმატებით დავასრულეთ შეთანხმება საქართველოში ჩვენი შვილობილი კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენს ყოფილ ადგილობრივ პარტნიორთან. ეს ტრანზაქცია მორიგი წინგადადმული ნაბიჯია ჩვენი ჯგუფის ოპერაციების გამარტივებისკენ. “Beeline საქართველო” ლიდერია ქვეყანაში 4G-ის პენეტრაციითა და ციფრული სერვისების მიმართულებით, რაც “ვიონის” ციფრული ოპერაციული სტრატეგიის წარმატებულად განხორციელების დამსახურებაა. ახალი ქართველი მფლობელი და კომპანიის მენეჯმენტი მზად არიან გააგრძელონ კომპანიის წარმატებული განვითარება და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ციფრულ ტრანსფორმაციას”, -აცხადებს Veon-ის აღასრულებელი დირექტორი კაან თერზიოღლუ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ “ბილაინის” მფლობელის ცვლილებას მხარი მაისის დასაწყიში დაუჭირა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წილის გასხვისებამდე “ბილაინი” ეკუთვნოდა VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ “ვიონი საქართველოს” ფლობენ, კერძოდ, WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის “ვიონი საქართველოს – 71%, Investico Alliance LTD-ის კი “ვიონი საქართველოს” 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში, ეს ორივე ფირმა “ვიონი საქართველოს” 100%-იან წილს ფლობს.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!