დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 60.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 160 834 ტონა ფქვილი შემოვიდა

0
გაზიარება

საქართველო რუსული ხორბლის ფქვილის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. რუსული ხორბლის თითქმის 1/5-ის ექსპორტი სწორედ საქართველოში ხდება.IKAR-ის სტატისტიკით, 2022 წელს რუსეთიდან რეკორდული მოცულობა, 875 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი გავიდა, მაშინ, როცა გასულ წელს 259 ათასი ტონა ფქვილი იქნა ექსპორტირებული. ამდენად, რუსული ფქვილის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 3,3-ჯერ გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი, 2022 წლის 11 თვეში (სრული წლის მონაცემი მოგვიანებით გამოქვეყნდება) ქვეყანამ რუსეთში 159 023 ტონა ფქვილი იყიდა, რაც რუსული ექსპორტის 18%-ზე მეტია. დეკემბრის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი დიდია ალბათობა, რომ ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზარდოს.

საქართველოში 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 60.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 160 834 ტონა ფქვილი შემოვიდა, გასულ წელს კი მხოლოდ 9.1 მლნ აშშ დოლარის 29 294 ტონა.

საქართველომ ხორბლისა და ჭვავის ფქვილი იყიდა:

რუსეთი – 59.5 მლნ აშშ დოლარის 159 023 ტონა

თურქეთი – 791.9 ათასი აშშ დოლარის 1 120 ტონა

იტალია – 131.3 ათასი აშშ დოლარის 126.8 ტონა

ყაზახეთი – 98.6 ათასი აშშ დოლარის 270 ტონა

ლიეტუვა – 66.5 ათასი აშშ დოლარის 107.5 ტონა

რუსული ფქვილის იმპორტის ზრდა ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემოღებამ განაპირობა, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!