ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული განცხადების თანახმად: „2012 წლამდე “საქართველოს რკინიგზას” მთლიანად “საპარტნიორო ფონდი” ფლობდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიუხედევად იმისა, რომ კომპანია არაპირდაპირ სახელმწიფო საწარმოდ განიხილებოდა, GR-ს არასდროს გამოუყენებია ბიუჯეტის დაფინანსება.
განცხადება 2022 წლის 23 დეკემბრით თარიღდება. უნდა ითქვას, რომ “საპარტნიორო ფონდი”, თავის მხრივ, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, შესაბამისად, “საქართველოს რკინიგზა” ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ცვლილება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში მხოლოდ ერთი აქტივი – „ნავთობისა და გაზის კორპორაციაა”.
“საპარტნიორო ფონდი” 2011 წელს შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტიციების წახალისება უნდა ყოფილიყო.