საქსტატის მონაცემებით 2022 წლის მე-3 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა. 2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა.
შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- განათლება – 920.4 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 978.6 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 138.7 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 146.3 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 229.5 ლარი.