დღის სიახლეებისიახლეები

პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები 28,1%-ით 67,2 მილიონამდე შემცირდა

0
გაზიარება

მსოფლიოში გასული წლის მეოთხე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები 28,1%-ით 67,2 მილიონამდე შემცირდა , რაც პროგნოზირებულზე დაბალია. ამას ადასტურებს  International Data Corporation (IDC) მონაცემები.

პანდემიური ბუმი ბაზარზე დასრულდა – აღნიშნავენ ექსპერტები, თუმცა მიუხედავად მეოთხე კვარტლის ვარდნისა, 2022 წლის ჯამში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები პანდემიამდელ დონეზე მაინც მაღალია და შეადგენს 292,3 მილიონს. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 16,5%-ით ნაკლებია.

პერსონალურ კომპიუტერებზე სამომავლო მოთხოვნის ექსპერტების პროგნოზები პესიმისტურია, ვინაიდან მომხმარებლების უმეტესობას უკვე აქვს ახალი კომპიუტერი, ხოლო მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება. ბევრი მსხვილი მომწოდებელი ახალი წლისთვის ფრთხილ პროგნოზებს აკეთებს, თუმცა ნაწილს მაინც პოზიტიური მოლოდინი აქვს. მათივე ვარაუდით, პერსონალური კომპიუტერების ბაზარი ზრდას 2024 წლიდან დაიწყებს.

2022 წელს სამულში დარჩნენ ჩინური Lenovo, ამერიკული HP Inc. და Dell Technologies. რეიტინგში კი Apple გახდა ერთადერთი კომპანია, რომლის გაყიდვები გაიზარდა 2,5%-ით, თუმცა არც ისე საკმარისად, რომ კონკურენტებს დაწეოდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!