The New York Times-ი მოგზაურობის მოყვარულთათვის 2023 წელს აუცილებელი მოსანახულებელი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა, კონკრეტულად კი, გამოცემის მთავარი სამოგზაურო რუბრიკა კახეთის შესახებ წერს:
„საქართველო მთიანი რეგიონია, ღვინის კეთების 8 000-წლიანი ტრადიციით, რომელიც მსოფლიოს ღვინის ახალი ტენდენციების ეპიცენტრში მოგაქცევთ, მათ შორისაა ღვინის კანთან კონტაქტი, ქვევრების დუღილი და მიმზიდველი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა საფერავი. შედეგად, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად თითქმის 29%-ით იზრდება.
ღვინის მოყვარულებს „ვაზისუბნისა“ და „კარდანახის“ მსგავს მამულებში დეგუსტაციას გთავაზობენ კახეთში. ეს არის ახალი გემოების აღმოჩენის შანსი. ბევრი ღვინო ჯერ ისევ მიწაში ჩაფლული ქვევრის ტრადიციულ თიხის ჭურჭელში მზადდება, რაც უნიკალურ გემოს განაპირობებს.
ადგილობრივმა მზარეულებმა დაიწყეს კულინარიის გაკვეთილების შეთავაზება, სადაც გასტრონომიის მოყვარულებს ხინკლისა და სხვა კერძების დამზადება შეუძლიათ ისწავლონ“, – წერია სტატიაში.