დღის სიახლეებისიახლეები

ბიზნესის ნაწილს სამუშაო გრაფიკი შეეცვალა

0
გაზიარება

2022 წლის მიწურულს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებული ჩამონათვალი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც შემცირდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, სადაც სამუშაო საათები კვირაში 48 საათს შეადგენდა.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ვაჭრობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის, ასევე ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება. შესაბამისად, იმ დარგებში რომელიც ამ ჩამონათვალში აღარ არის, სამუშაო საათები კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს.

მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებია:

  1. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (სექცია A) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია 03.11.0 ქვეკლასში − საზღვაო თევზჭერა;
  2. დამამუშავებელი წარმოების (სექცია C) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 10 − კვების პროდუქტების წარმოება;
  3. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (სექცია D);
  4. წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები (სექცია E);
  5. ტრანსპორტი და დასაწყობება (სექცია H);
  6. ინფორმაცია და კომუნიკაციის (სექცია J) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 61 − ტელეკომუნიკაციები;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (სექცია N) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 80 − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები და ქვეკლასში 82.20.0 − სატელეფონო ცენტრების მომსახურება;

სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ კლასებსა და ქვეკლასებში (სექცია O): ქვეკლასი 84.11.2 − დაბეგვრის სისტემების მართვა, საქონელზე გადასახადების/ბაჟის შეგროვება და საგადასახადო დარღვევების გამოძიება, საბაჟოს მართვა; ქვეკლასი 84.12.0 − ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მომსახურებისა და სხვა სოციალური მომსახურების საქმიანობის რეგულირება, სოციალური უსაფრთხოების გარდა; ქვეკლასი 84.23.0 − ციხეების ადმინისტრირება და გამოსასწორებელი მომსახურების გაწევა, სარეაბილიტაციო მომსახურების ჩათვლით; ქვეკლასი 84.25.0 − სახანძრო მომსახურების საქმიანობები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა; ქვეკლასი 84.30.0 − სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (სექცია Q).

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

  1. ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა, ბუნებრივი გაზის განაწილება და გადაცემის საქმიანობა;
  2. საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარდგენას;
  3. გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს: ჰიდრომეტეოროლოგიას; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას; დაცული ტერიტორიების დაცვას; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში კი, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!