საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 043.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.8 პროცენტით მეტია. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 5 592.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 450.1 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7 857.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.