RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

ინდური კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი საქართველოს ბაზრიდან გამოითხოვეს

0
გაზიარება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი (NOLGRIPP Junior) ბაზრიდან გამოითხოვა.

“გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL – მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

Marion Biotech-ის მიერ წარმოებული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება, თუმცა, რეგულირების სააგენტომ შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა იგივე მწარმოებლის სხვა პრეპარატი. ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

Marion Biotech ის კომპანიაა, რომლის მიერ დამზადებულ მედიკამენტებსაც უზბეკეთში 18 ადამიანის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. Marion Biotech-ს საქმიანობა უკვე შეუჩერა „ფარმექსილმა“, მთავრობასთან დაკავშირებულმა ინდურმა სავაჭრო ჯგუფმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდოეთიდან ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!