იტალიელი დიზაინერი პიერპაოლო ლაზარინი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთი წარმოუდგენელი დიზაინით და კონცეფციით წარსდგა,რომელიც ამჯერად საუდის არაბეთში 8-მილიარდიანი მცურავი ქალაქის აშენდებას გეგმავს
Lazzarini Design Studio მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერიახტის შექმნით არის დაინტერესებული, რომელიც თავისი მასშტაბით მცირე ზომის ქალაქს წარმოადგენს. დიზაინერმა ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა.
პროექტის დასრულებას 8 წელი დასჭირდება, ხოლო ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარია. გიგანტური მცურავი კუ შიგნით ცხრა სართულად და რამდენიმე ბლოკად იქნება დაყოფილი.მცურავი ქალაქის ფართობი იქნება დაახლოებით 550 მეტრი ან 1800 ფუტი და ზომები 610 მეტრი ან დაახლოებით 2000 ფუტი მის ყველაზე განიერ წერტილში. ის სამჯერ აღემატება მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტას, Azzam-ს, რომლის ფართობი მხოლოდ 590 ფუტია.
ლაზარინი გეგმავს შექმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული მცურავი ქალაქი. ზღვის კუს ფორმის ტერაიახტაზე, რომელიც ოკეანეებში გადაადგილებასაც შეძლებს, განთავსებული იქნება კომერციული ლოკაციები, გასართობი ცენტრები, საცხოვრებელი ბინები და ყველა ის კომფორტი, რაც ჩვეულებრივად, ქალაქში ცხოვრებისთვის ესაჭიროება ადამიანს.
8 მილიარდი დოლარის ღირებულების მცურავ ქალაქს პანგეოსი დაერქმევა. ანალოიური სახელი 200 მილიონ წელზე მეტი წლის წინ, სუპერკონტინენტს ერქვა.
პროექტი შეიქმნა საუდის არაბეთში და თუ განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე დიდი საზღვაო ხომალდი, რომელიც ოდესმე აშენდა, როგორც უზარმაზარი მცურავი ქალაქი. დაფინანსების და დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება 2033 წელს, აბდულა პორტში დაიწყება.
მცურავი ქალაქის ცხოვრების დიზაინისა და კონცეფციის შესაქმნელად, სტუდიამ გამოიყენა 3D ტექნოლოგია. ეს იქნება უზარმაზარი მცურავი მეტროპოლიის მსგავსი, რომელსაც ექნება სივრცე ნორმალური ქალაქის ადგილებისთვის, როგორიცაა პარკები, სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმროები და ა.შ. ქალაქი 60 000 ადამიანს დაიტევს. მას ექნება 69 ბინა და 19 მდიდრული ვილა პანგეოსის თითოეულ ფრთაზე. აღარაფერს ვამბობთ ხედზე, რომელიც აპარტამენტებიდან გადაიშლება.
ქალაქი პანგეოსი აღჭურვილი იქნება HTS ელექტრო ძრავით, რომელთა სიმძლავრეც 16800 ცხენის ძალაა. ამ წყაროს გარდა, ტერიტორიაზე განლაგდება მზის პანელები. იახტის დიდი ფრთები ასევე მიიღებენ ენერგიას ტალღების დამუხრუჭების შედეგად, რაც პანგეოსს აძლევს შესაძლებლობას მუდმივად იმოგზაუროს ზედმეტი გამონაბოლქვის გარეშე.