თბილისში სპორტული ბარი “ტრიბუნა” გაიხსნა, სადაც სპორტის ქომაგებს საკუთარი რჩეული გუნდებისა და სპორტსმენების გულშემატკივრობა გემრიელი წასახემსებლის ფონზე შეუძლიათ.სპორტის სხვადასხვა სახეობის პირდაპირი ტრანსლაციების გარდა,“ტრიბუნა”-ში ასევე შესაძლებელია ე.წ Comfort food-ის კატეგორიის საკვების დაგემოვნება- ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
ბარის დამფუძნებლებმა „აწარმოე საქართველოს“ სესხის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლეს და სააგენტოს განმარტებით, ქართველი მომხმარებლის საკვებისა და სპორტის ირგვლივ გაერთიანებას შეუწყეს ხელი.
„კომპანიის მიზანია, „ტრიბუნა” ქართველი მომხმარებლისთვის სპორტის საყურებელ საუკეთესო ადგილად იქცეს. მომავალში ვგეგმავთ დამატებით ორი რესტორნის გახსნას და სამუშაო ადგილების გაზრდას. ასევე, კულტურის წამახალისებელ კომპანიებთან სტრატეგიული თანამშრომლობით ვაპირებთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ქომაგობის პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება სტადიონზე თამაშის ყურებასთან”. ადამიანებს, ვისაც ბიზნესის წამოწყება სურთ, ვურჩევთ იყვნენ მუდმივი ძიებისა და ექსპერიმენტების გამოცდის პროცესში, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს”, – განაცხადა „ტრიბუნას“ თანადამფუძნებელმა გიორგი ტალახაძემ,
„აწარმოესაქართველოში განმარტავენ, რომ კომპანიის მთავარ მოტივაციას ინოვაციური საკვები კონცეფციების შექმნით, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.